ცნობილი ქართული, ფრთიანი - TopicsExpress



          

ცნობილი ქართული, ფრთიანი გამოთქმა გამახსენდა: "მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა." მავანნი, როგორც ID ბარათების, ისე სხვა ხელოვნური შფოთის საშუალებით ცდილობენ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდში დაპირისპირება გამოიწვიონ და განხეთქილება მოაწყონ, რაც უკვე წლებია, უნიჭოდ არ გამოსდით და კათოლიკოს–პატრიარქისა და მღვდელმთავართა სიბრძნისა და მყარი ერთობის იმედად, ვერასდროს მიაღწევენ საწადელს. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ თითქოს, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ქრისტიანული ცხოვრების წესი, ზნე–ჩვეულება იმგვარად გვაქვს მოწესრიგებული, პირდაპირ სასუფევლის გზაზე ვდგავართ და აი, ეს ID ბარათები გვიშლის ხელს. საოცარი ფანატიზმისა და უსაქმურობის შედეგი... შური და სიძულვილი განვაგდოთ, რწმენა, სიყვარული და სასოება შევიძინოთ–განვიმტკიცოთ, შენდობის თხოვნა და მიტევება ვისწავლოთ და მერე დავფიქრდეთ, ID ბარათი თუ სხვა მატერიალური ობიექტი რა საშიშროებას შეიცავს.
Posted on: Thu, 06 Jun 2013 06:19:00 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015