leo messis biografia ლიონელ ანდრეს - TopicsExpress



          

leo messis biografia ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi) (დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში გარემარბის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები 21 წლის ასაკში, რომელთაგანაც ორივე 22 წლის ასაკში მოიგო. მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელმაც მესიზე თქვა, ჩემი გამგრძელებელიაო. მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004-05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით. მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომლისგანაც 2 ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.
Posted on: Thu, 08 Aug 2013 05:33:37 +0000

Trending Topics



Thanks for accepting me into the group, I coslpay various versions
Well here we go…a white writer recently wrote this post and it

Recently Viewed Topics




© 2015