ამ სამყაროში სამოსის - TopicsExpress



          

ამ სამყაროში სამოსის მიხედვით გხვდებიან და აქსესუარების მიხედვით საზღვრავენ შენს სოციალური სტატუსს. მოდური, ცნობილი ლოგოტიპიანი ჩანთა – ზღაპრული ფასით ამაყად უსვავს ხაზს შენს წარმომავლობას... აქ ყველას ერთნაირი სახე აქვს, უფრო სწორად "make up"-ი, ყველას ერთნაიად აცვია, აშკარაა "dress-code"–ის მკაცრ მოთხოვენებს ემორჩილებიან და ცხოვრების დევიზიც ყველას ერთნაირი აქვს _ "must have!" აქ ატარებენ მხოლოდ სახელობით ტანსაცმელს, თვალისმომჭრელ ბრილიანტებს და კედებს – ოქროს თასმებით. აქ მართავენ უმაღლესი კლასის ავტო–მობილებს ე.წ. დიპლომატიური ნომრებით, დიდი სიჩქარით მიჰქრიან ცხოვრების გზატკეცილზე და არ აქცევენ ყურადღებას არც შუქნიშნებსა და არც საგზაო წესებს ... ალბათ მიხვდით, ეს სნობების სამყაროა. აქ VIP-ები ცხოვრობენ, რაც თარგმანში „ძალიან მნიშვნელოვან პირს“ ნიშნავს, ხოლო ვისაც ეს სიტყვა უკვე გაცვეთილად და მოძველებურად ეჩვენება თავს Luxury-ის უწოდებს. ამ სამყაროში ხსნიან „fashion butik“–ებს სპეციალურად VIP კლიენტებისთვის, სამედიცინო კლინიკებს VIP პაციენტებისთვის, მათი შვილებისა და მათი ძაღლებისთვის. მკერავებს „couture“–ებს ეძახიან, რომლებიც საკმაოდ წარმატებით აჯერებენ შემკვეთებს, რომ 1000 დოლარად ღირებული სამოსი – „გოიმურია“, ხოლო 10 000 დოლარად – „glamour“ –ნი. მოდურ კლუბებსა და ძვირადღირებულ რესტორებში “face control” მოქმედებს, რათა ამ სნობურ სამყაროში შემთხვევით უბრალო მოკვდავი არ მოხვდეს და VIP-ებს თავისი არსებობით მყუდროება არ დაურღვიოს … აქ ყველა დეპრესიულია და ქრონიკული დაღლილობით ავადმყოფობს. განსაკუთრებული მოთხოვნით მაინც „ფსიქო–ინდუსტრია“ სარგებლობს, რომელიც მომხმარებელს ყველა სახის ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს. ქალების უმრავლესობა შოპოგოლიზმით არის დაავადებული, რაც სამედიცინო ენაზე მაღაზიებზე დამოკიდებულებას ნიშნავს. აღნიშნული დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია – მკურნალობა კიდევ უფრო რთული, რადგან დაავადებულს არ სურს განკურნება, ანდა რა საჭიროა, თუ პროცესი სიამოვნებას განიჭებს?! ეს მთელი ცერემონიაა, დროის საუკეთესოდ გატარების საშუალება და ელიტურ კასტასთან მიახლოვების შანსი. ნივთების სიყვარულს ზოგადად ცუდ ტონად თვლიან და ასეთ ადამიანებს „მესჩანებს“ უწოდებდნენ, აქ კი „shopping“-ი ეროვნული დღესასწაულია და თითქმის სახელმწიფო დონეზე განიხილება. : ) ამ სამყაროში გლამურისა და პიარის ერა დგას, ყალბი და უგემოვნო ჰიმნი ისმის ყველგან და თან ცოცხალი შესრულებით... აქ ყველა და ყველაფერი იყიდება: ადოლფ ჰიტლერის ჭურჭელი, მერლინ მონროს კაბები, თანამდებობები და დისერტაციები, საქალწულე აპკი და შინაგანი ორგანოები, გაგიკვირდებათ და აქ მეგობრების ყიდვაც შეიძლება, ამ სამყაროში ხომ ბურჟუაზიული მორალი დომინირებს – ის რისი ყიდვაც არ შეიძება ფულზე, შეიძლება დიდ ფულზე. ფუფუნების სიმბოლოები კი შურისა და ღვარძლის ობიექტი ხდება.... კარგია, როცა ნივთებს ღირებულებასთან ერთად ღირსებაც გააჩნიათ , მაგრამ უკეთესია, როცა ღირსებას ადამიანებიც ფლობენ. ეს სამყარო რა თქმა უნდა მატერიალურია. ხშირად ბედნიერებაც კი დებენ ბანკში პროცენტების მისაღებად. ქალების უმრავლესობა გათვლითა და ანგარიშით თხოვდება. მათ მოსწონთ შეძლებული, წარმატებული და მატერიალურად უზრუნველკოფილი მამაკაცები და ამას არც მალავენ... ისინი ირჩევნ ცხოვრების თანამგზავრს და მასთან ერთად ირჩევენ ყველაფერს: სტატუსს, შესაძლებლობას, ცხოვრების წესს, ანდა რა საჭიროა ასე დაწვრილმანება?! რატომ უნდა გათხოვდე ჯარისკაცზე, თუ შანსი გაქვს გენერლის ცოლი გახდე?! ამ სამყაროში ცხოვრებისეული ფასეულობებიც განსხვავებულია. საქორწინო კონტრაქტი – ჯვრისწერაზე უფრო მნიშვნელოვანად ითვლება, აბორტი მკვლელობას კი არა ოჯახის დაგეგმვას ნიშნავს, აქ მეგობრების ნაცვლად პარტნიორები ჰყავთ, შეყვარებულის ნაცვლად – boyfriend (girlfreind) და ბედნიერების ნაცვლად „კაიფს“ განიცდიან. ამ საყაროში სხვა ენაზე საუბრობენ, უფრო სწორად საუბრის მანერა და სიტყვების მნიშვნელობაა განსხვავებული... სიტყვა "ურთიერთობის" ნაცვლად აქ "კომუნიკაციას" ხმარობენ, "ბლოკადის" ნაცვლად "ემბარგოს", "დაქირავებულ მკვლელს" – "Killer"-ს უწოდებენ, ხოლო "ამომრჩეველს" – "ელექტორატს" . აქ სიტყვებმა მნიშვნელობაც შეიცვალეს. მაგალითად, სიტყვა "ოდიოზური" ყოველთვის აღნიშნავდა მეტისმეტად უსიამოვნო, არასასურველი პირს, სნობურ სამყაროში კი "ოდიოზურს" სკანდალურად –პოპულარულ, ცნობილ და საინტერესო ადამიანს უწოდებენ... სნობები ყველაზე რთულად მაინც სამ სიტყვას წარმოითქვამენ: "მიყვარხარ", "მაპატიე" და "დამეხმარე". ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია ცხოვრებაში ... ამ სამყაროში არასდროს ტირიან რომანტიულ ფილმებზე და არ მღერიან სუფრასთან, არ საუბრობენ გულწრფელად და არ ოცნებობენ, აქ ყველა თავშეკავებული და ჩაკეტილია, სწავლობენ golf-ს, ცნეხოსნობას და იახტების მართვის ხელოვნებას, თამაშობენ მეცენატებსა და სპონსორებს, ეწევიან კუბურ სიგარებს, თავს მნიშვნელოვან პერსონებს უწოდებენ და ერთმანეთს არწმუნებენ , რომ ცხოვრება გამოსდით ... [romanova]
Posted on: Fri, 13 Sep 2013 11:39:29 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015