ახლა დამირეკა ჩემმა - TopicsExpress



          

ახლა დამირეკა ჩემმა მეგობარმა სრულ ისტერიკაში. იაშვილის კლინიკაშ მოვიყვანე ბავშვი, ცუდად არისო და ჯერ 1 საათი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშ რიგში ვიდექი და ახლ 40 წუთი ექიმს ველოდები, გადავირიე, ეს რა ხდებაო. მე აქედან მივდივარო! ჩემ ბარბარეს რამდენიმე კვირის წინ ხელი ამოუვარდა და ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ნახევარი საათი რიგში ვიდექი. ბავშვი გადამერია, ტიროდა, სტკიოდა, ჩვენ კი ველოდით, როდის შეუვსებდნენ ჩვენ წინ მყოფ ავადმყოფს საბუთებს. მერე შევაწუხე ახლობლები, რაც საშინლად არ მიყვარს,ამ ფონზე კიდევ 10 წუთი ველოდე, შევედი და ზუსტად 1 წამში ჩაუსვა ექიმმა ხელი. მაშინ აღშფოთებული ვიყავი, მაგრამ მეგონა, მაინცადამაინც ჩემ იქ ყოფნას დაემთხვა და ახლა დავრწმუნდი, რომ ასე მუშაობენ. ეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ხდება, სადაც ბავშვი მხოლოდ მაშინ მიგყავს, როცა ძალიან ცუდად არის! და ბავშვს აუხსენი, მოითმინე ტკივილი, რიგია, საბუთებს ავსებენ და ექიმს არ სცალიაო... გავგიჟდი!!! იაშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომელო მეგობრებო, მიხედეთ რა ამ საკითხს, ასე არ შეიძლება!!!
Posted on: Fri, 28 Jun 2013 20:16:41 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015