გალაკტიონ ტაბიძე - რაც - TopicsExpress



          

გალაკტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი. და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული, ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.
Posted on: Mon, 21 Oct 2013 21:53:30 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015