ენერგეტიკები რა არის - TopicsExpress



          

ენერგეტიკები რა არის ენერგეტიკები? სპორტულ კვებაში ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ენერგეტიკებს (Pre- Workout Supplements) , რომლებიც ზრდიან ამტანობას, ამაღლებენ ძალოვან მაჩვენებლებს და ვარჯიშის მოტივაციას. ენერგეტიკები ხსნაა იმ სპორტსმენებისათვის, ვისაც ხანგრძლივი ვარჯიში უწევს და არ აქვს საშუალება სხვა გზით აინაზღაუროს ორგანიზმის ენერგეტიკული დანაკარგები. ენერგეტიკები ვარჯიშს უფრო ეფექტურს ხდიან, ზრდიან კუნთების ტონუსს და ამცირებენ დაღლილობის გრძნობას. ენერგეტიკები გამოიყენება სპორტის ისეთ სახეობებში, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატირთვებს, კონცენტრაციას და კოორდინაციას მოითხოვენ, ისინი პირველ რიგში აუცილებელია დატვირთვების შემდეგ კუნთების აღდგენისათვის. ძალის და განსაკუთრებით ფეთქებადი იმპულსური ენერგიის მოსამატებლად რეკომენდირებულია კვების რაციონში კრეატინის შემცველი პროდუქტების ან დანამატების ჩართვა. პირველ რიგში ყველა ენერგეტიკები იყოფა სუფთა ნახშირწყლოვან პროდუქტებად და რთულ მრავალკომპონენტიან ნახშირწყლოვან-ცილოვან კომპლექსებად. სუფთა ენერგეტიკები გამოიყენება ხანგრძლივი დატვირთვების დროს საჭირო ენერგოდანახარჯებისათვის და მათი მიღება არაა რეკომენდირებული ვარჯიშის გარეშე. კვების ოპტიმალური რეჟიმი საშუალო ან მაღალი შემცველობის ხარისხიანი ცილების (15%-დან 35%-მდე) ენერგეტიკებს მოითხოვს. სწორედ ნახშირწყლების და ცილების შეთავსება იძლევა საუკეთესო ანაბოლურ ეფექტს.
Posted on: Fri, 04 Oct 2013 12:20:24 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015