"თუ მოხვალ - TopicsExpress



          

"თუ მოხვალ დღეს" ჩავეხუტები უძირო სევდას ჩაგეხუტები მხოლოდ შენ ერთს, ჩავეხუტები მე შენზე ფიქრებს, ჩაგეხუტები თუ მოხვალ დღეს. მე გავუყვები ოცნების ბილიკს მე გამოგყვები მხოლოდ შენ ერთს, მე გავუყვები ხვალ შენზე ფიქრებს მე გამოგყვები თუ მოხვალ დღეს. ჩავიძირები მე შენთვის ფსკერზე გავითიშები მე შენთვის ველზე, დაგემონები თუ მოხვალ დღესვე, არ მიმატოვო უშენოდ ვერ ვძლებ. მე სიყვარული გიწოდე როდის მე სიყვარულით ვიწვოდი როდის, მე სიყვარულით ვიბრძოდი როდის თუ გახსოვს მაინც დამკარგე როდის? მე ოცნებაში ვიმოგზაურე, მე ოცნებაში შენ გაგიორე, მე ოცნებაში შენ დაგემონე მე ეს ოცნებაც გამოვიგონე. (ანი ჩიხლაძე)
Posted on: Tue, 20 Aug 2013 17:44:01 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015