ლიკლიკაძემ მაგალითად - TopicsExpress



          

ლიკლიკაძემ მაგალითად ჩეხეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია, ბიუჯეტი საქართველოზე 30-ჯერ მეტი აქვს, ხოლო ავღანეთში ქართველ სამხედროებზე სამჯერ ნაკლები ჯარისკაცითაა წარმოდგენილი. "დღეს კი არ მესმის ახალი ხელისუფლების, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ და მძიმე მემკვიდრეობა უნდა შევასრულოთ. ავსტრიამ თავისი სამშვიდობო ქვედანაყოფის გამოყვანა დაიწყო იქედან, საიდანაც საფრთხე ემუქრებათ მათ სამხედროებს. თუკი ამ ქვეყნებში ხდება კორექტირება უსაფრთხოების გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, ახალ ხელისუფლებას, ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამაზე. თუმცა ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან ძნელი. ყოველთვის ვამბობდი, რომ გადაწყვეტილების მიღება და ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგება იქნებოდა შედარებით იოლი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყვანა რთულია, რადგან ჩამნაცვლებელი არავინ არ არის ახლა ჰელმანდში, რადგან ბევრი ქვეყანა გადის ავღანეთიდან, ბევრი გაყვანის რეჟიმშია და ამცირებს თავის ქვედანაყოფებს", - განაცხადა ლიკლიკაძემ.
Posted on: Fri, 07 Jun 2013 07:10:33 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015