მერე იტყვიან გაკოტრდაო - TopicsExpress



          

მერე იტყვიან გაკოტრდაო და მიყიდიან რუსებს ... "მდგომარეობა 2007-2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სს „საქართველოს რკინიგზა“ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. 2011 წლის მდგომარეობით ყაზახეთის რკინიგზის EBITDA მარჟამ შეადგინა 33,3%, რუსეთის რკინიგზის მაჩვენებელი იყო 32,6%, ამერიკული და ავსტრალიური რკინიგზების (Canadian National Railway, Norfolk Southern. CSX, Union Pacific, QR National, America Latina) იგივე მაჩვენებლები 2011 წლის მონაცემებით შეადგენს 30%-48%, გერმანიის რკინიგზისა - 14,1%, ხოლო „საქართველოს რკინიგზის“ კი 54,4%. სს ″საქართველოს რკინიგზის″ ფინანსური მაჩვენებლები 2012 წლის მდგომარეობით გაუარესებულია. წმინდა მოგება 2011 წელთან შედარებით 44%-ით (77 მილიონი) არის შემცირებული, რაც გამოწვეულია შემოსავლების შემცირებითა და ხარჯების გაზრდით. სს ″საქართველოს რკინიგზის″ დღეის მდგომარეობით ვერ ქმნის დამატებულ ეკონომიკურ ღირებულებას (EVA). 2012 წლის მდგომარეობით (11.293% საშუალო შეწონილი კაპიტალის ღირებულების დროს) EVA გაუარესდა 106.9%-ით და შეადგინა -199,117 მლნ ლარი. იმისათვის, რომ სს ″საქართველოს რკინიგზა″ ქმნიდეს დამატებულ ეკონომიკურ ღირებულებას, გახდეს მიმზიდველი ინვესტორებისათვის, იყოს ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ამისათვის საჭიროა მთავრობისა და კომპანიის მენეჯმენტის მიერ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდა, სს ″საქართველოს რკინიგზის″ საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლები კიდე უფრო გაუარესდება, რამაც ორგანიზაცია შესაძლოა სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანოს." Zurab Japaridze, ნახე აბა, საშენო თემაა
Posted on: Sat, 13 Jul 2013 18:48:52 +0000

Trending Topics



com/Truth-join-my-team-Invest-100-and-ill-mentor-you-on-how-to-make-topic-676942652344231">Truth! join my team! Invest $100 and ill mentor you on how to make
Clearance Sale on Dakine Mens Chuck Beanie Save
Lot of action today! Find betting tips and livestream links for

Recently Viewed Topics




© 2015