მონატრება!!! ვიცოდი რომ - TopicsExpress



          

მონატრება!!! ვიცოდი რომ არსებობდა ასეთი გრძნობა, მონატრება არა მშობლის, მეგობრის, ან რამე ნივთის, არამედ საყვარელი ადამიანის... ვიცოდი რომ არსებობდა მაგრამ არასოდეს მიფიქრია რომ შეიძლებოდა მეც გამომეცადა... ცხოვრებაში მყვარებია, დამიკარგავს, მომნატრებია, ეს ყველაფერი გატაცება და დროებითი გრძნობები იყო,, აი ის კი, ნამდვილი სიყვარული, არ ვიცოდი, არ მქონდა გამოცდილი.. და აიი.... ჯერ მისი სურათი დავინახე და რაღაც მოხდა, ჩავფიქრდი,, თითქოს სადღაც უკვე მენახა, მისი თვალები საოცრად ნაცნობი და ამასთან ამოუცნობი... შევხვდით..! უყურებ და სუნთქვა გეკვრის, გული სწრაფად გიცემს.. და აი უკვე გიცნობს.. მისთვის ნაცნობი ხარ შენთვის კი ის მთელი სამყაროა.. მხოლოდ ერთი შეხვედრა, ერთი შეხედვა და უკვე მისთვის ცოცხლობ, მისით არსებობ... საერთო სამეგობრო წრე და მას ხშირად ვხვდები.. მიყვარს მაგრამ არ შემიძლია ამის თქმა, , ვერავის ვეტყვი, გაეცინებათ.. ერთი ნახვით შეყვარების ხომ არ სჯერათ,, არც მე მჯეროდა მაგრამ აი, მე ის შემიყვარდა,, შემიყვარდა მთელი არსებით... დრო გადის... ის ურთიერთობის დაწყებას ცდილობს, რაღაც სხვას, მეგობრობისგან განსხვავებულს,, თავს ვარიდებ, მეშინია არ მიხვდეს, არ მიხვდეს რომ სიგიჯემდე მიყვარს.. სხვასაც ეფლირტავება, საშინლად ვეჭვიანობ და ხვდება... მიყვარს მაგრამ ვცდილობ მასთან შეეხვედრა ავიცილო... არ გამომდის, თვითონ მპოულობს... ერთად ვართ, მეგობრებთან.. სახლში მივდივარ,, მაცილებს.. ნომერი გამომართვა, მწერს, მირეკავს... აღარ მინდა მისი ნახვა , მსაყვედურობენ, რატომ მივეცი ნომერი,, რა მექნა ის ხომ ჩემი სიცოცხლეა, მაგრამ თქვენ არ იცით, არ გესმით, ვერ გამიგებთ.. გამოვედი.. კარებთან მელოდება,, სახლში გაგაცილებო.. მაცილებს.. ვლაპარაკობთ.. წავიდა.. მეორე დღეს ისევ იქ მელოდება, მაცილებს,, მითხრა რომ მოვწონვარ,, მიხარიაა,, მეშინია არ მიხვდეს რომ მიყვარს,, თავს ვარიდებ.. ვსაყვედურობ სხვასთან ფლირტისთვის, ამით გამომიჭირა, მიხვდა ჩემს ეჭვიანობას.. ვუარყავი.. წავიდა... მეგობართან ვარ.. მოვიდა.. მიყურებს,, მიყვარს.. ძალიან მიყვარს.. მეშინია ამ სიყვარულის გამო არ გამკიცხონ... დროო გადის.. პირველი პაემანი მოაწყო.. მიყურებს.. მიყვარს... პირველი კოცნა... ჩვენ უკვე ერთად ვართ.. მეგობრებთან ვართ,, მათ უკვე იციან... მიყვარს.. აღარ ვფიქრობ რას იტყვიან სხვები, აღარ მეშინია.. მიყვარს, ძალიან მიყვარს.. მასაც ვუყვარვარ... მითხრაა... წავედით,, პირველი საჩუქარი, სიყვარულით სავსე თვალები... ერთად ვართ.. ბედნიერი ვარ,,, კარგია ერთი სამეგობრო, ერთი წრე, ყველგან ერთად, ბედნიერად, მშვიდად... დრო გადის.......... პირველი ჩხუბი..... პირველი გულის ტკენა.. პირველი მონატრება... შევხვდეთ,, გავარკვიოთ.. მიყურებს... მიყვარხარ მაგრამ ერთად ვეღარ ვიქნებით,,, მომავალი არ გვაქ... მიდის... ვურეკავ.. შევხვდეთ, გავარკვიოთ... ვსეირნობთ, არ ვლაპარაკობთ,, ბედნიერი ვარ, ჩემთან არის, მიყვარს... საღამო,, მიდის.. ვშორდებით,, რატომ? რისთვის? მე ხომ მიყვარხარ... უშენოდ ვერ ვიცოცხლებ... ხომ მითხარი არასოდეს დამტოვებდი,, რატომ მტოვებ?... წავიდა.. დრო გადის.... ურეკავ, წერ,,,ყველაფერი გამოგვივა, დამიბრუნდი, მიყვარხარ, ნუ გამწირავ.. პასუხად სიცივე.. არ ეშვები ისევ მეორდება, აღარ დამირეკო, აღარ მომწერო... დამთავრდა... ტკივილი.. არ იცი რისთვის,.... მონატრება, სულის ტკივილამდე.... ცრემლებში გათენებული ღამეები.. ტკივილი, მონატრება.... მისი თვალები, და აი შევხვდით შემთხვევით მეგობრებთან.. ვუყურებ, მიყვარს, უფროო მეტად ვიდრე აქამდე,, მასაც ვუყვარვარ,.. ვიცი ვუყვარვარ, მაგრამ უკან იხევს,, რატომ? რისთვის?... დრო გადის... ტკივილი იზრდება.. მენატრება სულის ტკივილამდე... ვხვდები ცუდად ვარ, მის გარეშე ვერ ვსუნთქავ... მტკივა, ძალიან მტკივა... დრო გადის... მოგონებებით ვიწყებ ცხოვრებას.. აქ დავდოდით, აქ გავიცინეთ, აქ გამაბრაზა, აქ კი შევრიგდით.. მისი ღიმილი, მენატრება.. მივდივარ და მეჩვენება თითქოს ჩემს გვერდითაა, წამიერი ბედნიერება და ისევ ტკივილი... მარტო დარჩენა აღარ გინდა იმიტომ რომ მარტოს მიზეზი აღარ გაქ ცრემლის დამალვის... ~ დრო გადის.. ტკივილი არ ქრება,, იზრდებაა,, ყოველი მხრიდან მასზე გესმის, მასზე ლაპარაკობენ,, ის რეკავს, ოღონდ ჩემთან არა სხვასთან და მისი მონატრებული ხმა გესმის... როგორ მინდა მეც მომწეროს კიდევ ერთხელ მეც დამირეკოს.. კიდევ გავიგონო მისი ხმა.. როგორ მინდა კიდევ ერთხელ ვნახო, თუნდაც უკანასკნელად.. ის აქვეა, მაგრამ ამასთან ძალიან ძალიან შორს... მინდა ვახსოვდე, ისევ ისე როგორც თავიდან.. როგორ ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფნას, მისი სიყვარულით სავსე თვალები, მხოლოდ მე რომ მეკუთვნოდა,,, წავიდა ცივად, მიმატოვა,, არ იციან რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება აუტანელი და საშინელი გახდა.. მუდამ მასზე ფიქრი,, ფიქრი რომ აღარასოდეს ვიქნებით ერთად, საბოლოოდ დავკარგე.. მონატრება, საყვარელი ადამიანის, რომელიც აქვეა შენს გვერდით, მაგრამ ისე თითქოს შენ აღარ არსებობდე.. თითქოს მისი გულიდან, ცხოვრებიდან, მისი წარსულიდან ამოგშალეს... მონატრება, ტკივილი, სულის ტკივილი... ეს არასოდეს დამთავრდება, დღითიდღე ძლიერდება და განადგურებს.. ნეტავ მას ესმოდეს, გრძნობდეს... იმედი რომელიც მაინც არსებობს სადღაც გულის პატარა კუნჭულში და რომელიც გაძლევს ძალას იცოცხლო მის გარეშე, მის მოლოდინში........ #babi
Posted on: Wed, 20 Nov 2013 18:33:03 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015