საქართველოს - TopicsExpress



          

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში 30 სექტემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მესამე საშემოდგომო სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარის რანგში დაესწრება. დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეკ სავიცკისთან; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანდრეს ჰერკელთან და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან საქართველოზე, ბორის სილევიჩთან და მაიკლ აასტრუპ იენსენთან. დაგეგმილია ქართველი პარლამენტარების შეხვედრები ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის პრეზიდენტთან, ჰერვიგ ვანსტაასთან; ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტ დინ შპილმანთან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკსთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად შეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივანთან თომას მარკერტთან. შეხვედრები გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ან ბრასორთან (ALDE); ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანდრეას გროსთან (Socialists); ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან პედრო აგრამუნდთან (EPP) და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ევროპელი დემოკრატების პოლიტიკურ ჯგუფთან (EDG). საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ბოკუჩავა და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს სესიების, კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მუშაობის პროცესში.
Posted on: Mon, 30 Sep 2013 14:55:50 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015