უპრეცედენტო შემთხვევაა - TopicsExpress



          

უპრეცედენტო შემთხვევაა და ჯერ არ მსმენია, ჟურნალისტი უჩიოდეს ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ფარული ჩანაწერი გააკეთა მაღალჩინოსანთა უკანონო საქმიანობის ფაქტზე.ვერ გავიგე ლაშას მიმართ გამოთქმული კრიტიკის და განხორციელებული შეტევის რეალური აზრი. თუ ადამიანი ბრძოლობს კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რაა ამაში ცუდი და მიუღებელი და რატომ უნდა გახდეს მესამე პირებისაგან, ჟურნალისტებისაგან უსაფუძვლო და უსამართლო შეტევის ობიექტი? ბრძოლის მეთოდები ისეთივე უნდა იყოს, როგორსაც მოწინააღმდეგე თვითონ იყენებს და გთავაზობს. ხელისუფლების მაღალჩინოსანს რომ მისივე წესების და მეთოდების გამოყენებით, ფარული ჩანაწერებით თუ სხვა ფორმებით თავის მოედანზე რომ წაატეხინებ კისერს, დასაფასებელია. ეს ჩინოვნიკები ხალხს იმისათვის არ მოუყვანია, რომ დაარბიონ ყველაფერი რაც გზად შეხვდებათ, გადაინაწილონ ბიზნესები, ხალხზე წართმეული ქონება, სახლებში წაიღონ დაუმსახურებელი ფულები და გამდიდრდნენ ჩვენს ხარჯზე. -----საერთოდ ამორალურია და ქართული მენტალობის ფარგლებს გარეთაა ის, რაც იკადრეს და ბ-ნ ჭაბუას მიმართ გაავრცელეს პასკვილი და ფაქტობრივად ოჯახის წევრებზე განახორციელეს შეტევა და ანგარიშსწორება შვილის გამო. ამ ბინძურ მეთოდს ბოლშევიკების იდეოლოგებიც და კგბ-ს მაღალჩინოსნებიც ძალიან იშვიათად იყენებდნენ. სულაც არ ვართ ტენდენციურები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გავატაროთ. ლაშა ამირეჯიბი არ არის მხოლოდ ლაშა და მითუმეტეს, ჭაბუა ამირეჯიბი არ არის მხოლოდ ჭაბუა, რამეთუ ეს ოჯახი იყო ეროვნული ინტერესების ფუნდატორი და სიცოცხლის საფასურად მონაწილეობდა ქართული სახელმწიფოს და ქართული მენტალობის შენარჩუნების პროცესში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიარული მთლიანობისათვის ბრძოლებში, სადაც სხვები იმალებოდნენ. სანამ ამ დიდ ოჯახს შეეხებოდეთ, თქვენს წარსულში ჩაიხედეთ, რატომ იმალებოდით, ან თუ პაწაწინები იყავით, რატომ არ გეუბნებათ თქვენი მამიკოები ამ დიდი ოჯახის მიერ საქართველოს მთლიანობისათვის გაღებული ხარკის, ოჯახის წევრის გმირულად დაღუპვის შესახებ სიმართლეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული და სამართლიანი საქართველო" NON-GOVERNMENTAL HUMAN RIGHTS PROTECTION ORGANIZATION "DEMOCRATIC AND FAIR GEORGIA" გამგეობის თავჯდომარე გერონტი აშორდია Geronti Ashordia Геронти Ашордия. human.rights.df.georgia @ gmail Georgia.Poti 84 king Tamari str.ident №444547162 t.995555296201. sango.un.org/civilsociety/showProfileDetail.do? method=showProfileDetails&profileCode=633562
Posted on: Wed, 07 Aug 2013 18:01:05 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015