შსს-ს სასაზღვრო პოლიციის - TopicsExpress



          

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) 50-ზე მეტმა თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო. მ. იაშვილის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკი“-ს აქციის „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს რეგულარულად ეხმარებიან. სასაზღვრო პოლიცია უკვე ორი წელია თანამშრომლობს მ.იაშვილის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ და მომავალშიც გეგმავს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის ჩაბარებას. აღნიშნულ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. More than 50 border policemen from the MIA Border Police N4 Office “Dedoplistskaro” donated blood for children suffering from leukemia. The border guards regularly participate in a charity project - “Donate Blood, Save Life”. The Border Police of Georgia have been a part of the above-mentioned project for two years, Georgian border guards have been donating blood to M.Iashvili Children’s Hospital “blood bank”. The aim of the project is to reduce the lack of blood and blood components necessary for children with leukemia.
Posted on: Fri, 23 Jan 2015 06:13:18 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015