ჩემი შემოდგომა - TopicsExpress



          

ჩემი შემოდგომა 25.07.2013წ. როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩები - მივაყურადებ ხმას ფოთოლცვენის, თუმც სევდიანი ფოთლის შრიალი ჩემს შემოდგომას სულ აღარ შვენის. როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩები - მომეახლება მე გრძნობა - ქვენა, მივყიდდი ნეტავ სულს მეფისტოფელს კვლავ რომ შემეგრძნო მე აღმაფრენა……. კვლავ რომ მწვეოდა მე სიჭაბუკე - ცაში გაჭრილი ლურჯი ფრინველი, ამოუხსნელი ეიფორია და სიყვარული - სულ, სულ პირველი. ხმა რომ გამეგო ბუკის, ნაღარის, არ მშინებოდა მე ფოთოლცვენის, არც მოჯარული თმაში ჭაღარის - ჩემს შემოდგომას რომ აღარ შვენის. როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩები, ჩამისაფრდება მეფისტოფელი, მიღირს კი ნეტავ შემობრუნებად ეს ულმობელი წუთისოფელი. გარეთ მზიანი შემოდგომაა-რა ძლიერ შვენის მას ფოთოლცვენა, მივყიდდი ნეტავ სულს მეფისტოფელს, კვლავ რომ შემეგრძნო მე აღმაფრენა…….. lali khvedeliani
Posted on: Mon, 02 Sep 2013 20:46:18 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015