წასვლა არ წასვლა?! - - TopicsExpress



          

წასვლა არ წასვლა?! - საკითხავი აი ეს არის! იმ შემთხვევაში თუ სოჭის ოლიმპიადას მარტო ჩვენ გამოვუცხადებთ პროტესტს ბოიკოტის და არ წასვლის გზით, ხოლო ყველა სხვა ქვეყანა ჩვეულებრივად მიიღებს მონაწილეობას, მგონია რო ამით მხოლოდ იმას მივაღწევთ, რომ რუსების შემდეგ ახლა უკვე ევროპასაც და ამერიკასაც ,,ჩამოვხსნით შეშფოთების ფარდას" და დავინახავთ რო იმათაც მაგრად ვკიდივართ.. ის ,,მეჩირაღდნე" რუსებმა მარტო ჩვენთვის არ გამოაგდეს, ამით მთელ მსოფლიოს ეუბნებიან რო ამაყობენ იმით რაც 2008 ში გააკეთეს.. და ამ დროს თუ ყველა ჩვენს გარდა მაინც მიიღებს ოლიმპიადაში მონაწილეობას, რა გამოდის დასკვნების გაკეთება არაა ძნელი.. რუსეთის მიზანიც მგონია რო ზუსტად ეს არის და ამიტომ ცდილობს ყველანაირად, რომ ჩვენ არ წავიდეთ ოლიმპიადაზე.. ჩვენი ბოიკოტის შემთხვევაში, ოლიმპიადის გახსნამდე მაქსიმუმ ვიღაცეებმა კიდევ ერთხელ გამოხატონ შეშფოთება, ოლიმპიადის მსვლელობის დროს კი აღარავის აღარ გავახსენდებით, შესაბამისად ჩვენი ესეთ პროტესტი შეუმჩნევლად ჩაივლის და ნებით თუ უნებლიეთ დანარჩენი მონაწილე ქვეყნებიც, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ჩათვლით რუსების მხარეს აღმოჩნდებიან.. და ჩვენ კიდე უფრო დაბოღმილებმა უნდა ვუყუროთ, ან არ ვუყუროთ ოლიმპიადას.. როცა ესეთი დაბოღმილები ვიქნებით, ღირსება როგორ შეგვინარჩუნდება მარტო ჩვენი არ წასვლით ეგ არ ვიცი:( რომელიმე 1 ქვეყანა მაინც რო ავიყოლიოთ ამ ბოიკოტში კიდე შეიძლება.. შესაბამისად მგონია, რომ იმაზე უნდა ვიფიქროთ ადგილზე რა ფორმით გავაპროტესტოთ და გამოვხატოთ ჩვენი ტკივილი და პოზიცია! რო უფრო მეტად დავანახოთ ყველას და არა მარტო პოლიტიკოსებს, გაეროს, ნატოს, ან ოლიმპიურ კომიტეტს და ა.შ. არამედ თითოეული სხვა ქვეყნის სპორცმენს უნდა გავაგებინოთ რო რუსი ოკუპანტია, ჩვენთვის წართმეული აქვს აფხაზეთი, სამაჩაბლო, სოჭი და დღესაც ოლიმპიადის მსვლელობის დროსაც აგრძელებს ჩვენ ქვეყანაში მავთულხლართების გაბმას და მცოცავ ოკუპაციას! არ ვიცი, თუნდაც შავი სამკლაურები გაიკეთონ ჩვენმა სპორცმენებმა, საპროტესტო და ოკუპაციის დამგმობი სლოგანები დაიწერონ მაისურებზე, ან რამე სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს.. ამის ნებას ოფიციალურად სავარაუდოთ არ დაგვრთავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მაგრამ სულ არ წასვლას, ჯობია თუნდაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე უეცრად მოვაწყოთ რაიმე სახის პროტესტი და მთელი მსოფლიოს თითოელ მოქალაქეს (ვისაც სახლში ტელევიზორი აქვს ყველა უყურებს ოლიმპიადის გახსნას) გავაგებინოთ დღემდე რა დღეში ვართ ჩვენი მეზობლის, ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის რუსეთის გამო!!! შეიძლება დისკვალიფიკაცია მოგვცენ და გარკვეული სანქციები დაგვიწესონ (ეს ბოიკოტის შემთხვევაშიც მოსალოდნელია), თუმცა მგონია რო ამ ფორმით ქვეყნის ღირსებას უფრო დავიცავთ, გაცილებით მეტ ადამიანს გავაგებინებთ ჩვენ გასაჭირს და ვიამაყებთ კიდეც, იმაზე გაცილებით მეტად ვიდრე სახლში ჯდომით ,,არა ოკუპაციას" კონცერტების ჩატარებით.. ოღონდ მერე ეს სპრცმენები და მთელი დელეგაცია ხელის გულზე უნდა ვატაროთ და ლევან თედიაშვილივით არ უნდა დავივიწყოთ!!! თორე რა ღირსების დაცვაზე და სიამაყეზეა საერთოდ ლაპარაკი!!! youtube/attribution_link?a=EhzCTB8hEQ0hSfMEg7wAtw&u=%2Fwatch%3Fv%3DJId0cvPcLF4%26feature%3Dshare
Posted on: Thu, 10 Oct 2013 08:20:16 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015