ხვალ, 25 ივნისს, 16 საათზე, - TopicsExpress



          

ხვალ, 25 ივნისს, 16 საათზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში პროექტ Worldskills Georgia-ს ფარგლებში გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „მე მიყვარს ჩემი პროფესია“. Worldskills Georgia-ს გამარჯვებული გუნდი ისაუბრებს გერმანიის ქალაქ ლაიპციგში მიმდინარე წლის 2-7 ივლისს დაგეგმილი პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს 17 პროფესიული სასწავლებლი, რომლებიც წარმოადგენენ იმ პროდუქციას, რომლის შექმნასა და მომზადებასაც მათი სტუდენტები ეუფლებიან.
Posted on: Mon, 24 Jun 2013 15:37:00 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015