3D Max, Photoshop, Illustrator, Corel, InDesign, ArchiCAD-ის - TopicsExpress



          

3D Max, Photoshop, Illustrator, Corel, InDesign, ArchiCAD-ის კურსები "ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" გიწვევთ 3D Max, Photoshop, Illustrator, Corel, Adobe InDesign CS3/CS4/CS5-ის შემსწავლელ კურსებზე. გთავაზობთ გრაფიკული პროგრამების შესწავლას: 3D Max, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw, Adobe InDesign CS3/CS4/CS5. სწავლება წარმოებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, გაძლიერებული პრაქტიკით. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო პირობებით. მეცადინეობას ატარებენ კვალიფიციური პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. 1. 3ds Max: I დონე - მოდელირება, ტექსტურირება: ** პროგრამის ინტერფეისის და ძირითადი (მობრუნების, მასშტაბირების და გადაადგილების) ხელსაწყოს გაცნობა ** პროგრამის მოწყობა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ** სწრაფი ღილაკების შექმნა და არსებულის ათვისება ** სტანდარტული და არასტანდარტული პრიმიტივების გაცნობა და მათი თავისებურებები ** პროგრამის მიერ შემოთავაზებული ელემენტების (კედელი, კარი, ფანჯარა, კიბე, მცენარე) გაცნობა და გამოყენება ** ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება (ამოჭრა, გაერთიანება, თანაკვეთა) Boolean და ProBoolean ბრძანების მეშვეობით ** მოდიფიკატორების დანიშნულება: Noise, Bend, Slice, Lattice, Mirror, Shell, Taper, Twist, FFD ** ორგანზომილებიანი ობიექტების გაცნობა და მათი კონვერტირება რედაქტირებად ხაზებში ** სურათის შემოტანა პროგრამაში და მის მიხედვით კონტურების შექნმა ** სპლაინებიდან სხეულის მიღება მოდიფიკატორი: Lahte, Bevel, Eztrude, Surface, Bevel Profile ** ბრძანება Lofting-ის და მისი თვისებების გაცნობა ** Edit poly-ის ბრძანებების გაცნობა ** მატერიალის ედიტორის გაცნობა ** ობიექტების ტექსტურირება და ტექსტურის გასწორება მოდიფიკატორ UUVW-ის მეშვეობით ** DWG ფაილებთან მუშაობა, მათი შემოტანა და დამუშავება ** მოდიფიკატორი Unwramp UVW. II დონე - ვიზუალიზაცია, რენდერი, ეფექტები: ** Mental Ray-ს ვიზუალიზაციის პარამეტრები ** დღის განათება ** სინათლის დამატებითი ეფექტები ** გარემოს ეფექტების მართვა ** 2D ფოტოსა და 3D ობიექტის ერთმანეთთან დაკავშირება ** რეალური ფარდისა და გადასაფარებლის შექმნა მოდიფიკატორი Cloth-ის მეშვეობით ** ანიმაციის გასაღებების შექმნა და მათი მართვა ** ობიექტის მრუდზე მოძრაობა - Constranis ** კამერის დანიშნულება და ეფექტები ** მოძრავი კამერის სამიზნის მიმაგრება მოძრავ ობიექტზე ** ვიდეოფაილების დარენდერება. კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (20 გაკვეთილი). კურსის საფასური: 200 ლარი თვეში (ინდივიდუალურად). კურსდამთავრებული შეძლებს: ** სამგანზომილებიანი ობიექტის მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას (რენდერს); ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკას; ** ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის შექმნას; ავეჯის, შენობების, გარემოს და ა.შ. მოდელირება და ვიზუალიზაცია; 3D ეფექტების გამოყენება. ** საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას. 2. Adobe Photoshop - რასტრულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი: კურსის ხანგრძლივობა: 16-20 გაკვეთილი (პროფესიონალური კურსი). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი. კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში). 3. Adobe Illustrator - ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი: კურსის ხანგრძლივობა: 16-20 გაკვეთილი (პროფესიული კურსი). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი. კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში). 4. Corel Draw - ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი: კურსის ხანგრძლივობა: 16-20 გაკვეთილი (პროფესიული კურსი). გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი. კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში). სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: ** რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop მუშაობის პრინციპები ** ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Adobe Illustrator მუშაობის პრინციპები ** ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Corel Draw მუშაობის პრინციპები ** გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტების და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება ** ბრენდინგის ელემენტების დანიშნულება, მათი შემუშავება; აგრეთვე, შეიძენს უნარს, დამოუკიდებლად აითვისოს სხვა გრაფიკული პროგრამები. მსმენელი შეძლებს: ** სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებებისა და ფოტოების დამუშავებას. ** გრაფიკული პროგრამების დახმარებით ხატვას, სარეკლამო პლაკატის, პოსტერის, ლოგოს, ბროშურის, კლიპარტის, სავიზიტო ბარათის შექმნას. ** ვებ-საიტების ესკიზების და მაკეტების შექმნას. 5. Adobe InDesign CS3/CS4/CS5 (საგამომცემლო, დაკაბადონების პროგრამა): სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები; წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვ. პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება. კურსი მოიცავს: ** პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესავალი, სახე, ახალი დოკუმენტის შექმნა. ** სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება. ტექსტთან მუშაობის რეჟიმები. სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა, ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაცია. ფერებთან მუშაობა. ** სხვადასხვა ტიპის გრაფიკული ფორმატის გამოსახულებების შემოტანა ბრძანება Place-ის საშუალებით; შემოტანილი გრაფიკული გამოსახულებების ფორმატირება, ობიექტისთვის ნიღბების დამატება და ველის ჩამოსაშლელი კონტურები (Clipping Path). ** გვერდი ოსტატი (Master): დამატებითი გვერდ ოსტატის შექმნა და წაშლა. ** გვერდ ოსტატის იერარქია და იმპორტირება; დოკუმენტის ავტომატური ნუმერაცია, მისი დამატებითი პარამეტრების გამოძახება და რედაქტირება; კოლონტიტულების შექმნა; ** ეფექტები: გრაფიკული ობიექტების დამატება ბიბლიოთეკაში და მათი გამოყენება. ** პალიტრა Effect; ფერის დადების რეჟიმი; გადაფარვის არის იზოლაცია და ამოჭრა ჯგუფში; გაბნევის ეფექტი; ჩრდილის ეფექტები; ობიექტის გამჭვირვალობა; ** სტილებთან მუშაობა: აბზაცის და სიმბოლოს სტილები; ტექსტის მოდელზე სტილის შექმნა; რედაქტირება, დუბლირება; სტილების იერარქია; სტილების იმპორტირება, წაშლა და ჩანაცვლება; ** (Table) ცხრილის შექმნა, პარამეტრები, რედაქტირება, გაფორმება; ცხრილის გარდაქმნა ტექსტად და პირიქით; ცხრილის სტილების შექმნა; ცხრილის იმპორტირება Microsoft Word და Microsoft Excel-იდან. ** ფაილების დაკავშირების მეთოდები; პალიტრა Links; კავშირების განახლება. ** ბუკლეტის, სარეკლამო სტატიის, წიგნის დაკაბადონების მაგალითები. ** სქოლიოების შექმნა და რედაქტირების ფანჯარა. ** პალიტრა Book (ფაილების გაერთიანება). ** პალიტრა layer (ფენებთან მუშაობა); ფენების შექმნა, რედაქტირება და გაერთიანება, იერარქია. ** სარჩევის შექმნა. ** საგნობრივი საძიებლის შექმნა. ** RGB-ის და CMYC-ის სამუშაო სივრცე. ** ბრძანება Package. ** დოკუმენტის ექსპორტირება: PDF ფაილის შექმნა. კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1-1:30 საათი. კურსის საფასური: 200 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); 250 ლარი (ინდივიდუალურად). 6. ArchiCAD გთავაზობთ ArchiCAD-ის შესწავლას პროფესიულ დონეზე, კურსი განკუთვნილია არქიტექტორების, დიზაინერებისა და სტუდენტებისთვის. პროგრამა მოიცავს: ** პანელების მოწყობა ** ფურცლის მასშტაბში მოყვანა ** ხაზთა ტიპები, წრეწირი და მისი თვისებები: move, copy, rotate, mirror ** კედელი, სვეტები და რიგელი ** მართობული და პარალელური ხაზები ** კარები, ფანჯრები ** იატაკი, სართულები ** პერგამენტი, სურათის შემოტანა ** რელიეფის აგება ** კიბეების და პანდუსების დამზადება, აწყობა ** ჭრილები და ფასადები ** გადახურვა ** ფართობების დათვლა Fill ** ზომის ხაზები, ნიშნულები და ტექსტები ** ლეიერები, ბიბლიოთეკის ელემენტები ** რენდერი. კურსის ხანგრძლივობა: 15-18 გაკვეთილი ღირებულება: 250 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); 350 ლარი (ინდივიდუალურად). დაგვიკავშირდით: მის.: თბილისი, ვაჟა ფშაველას 7 (მეტრო "სამედიცინოსთან", "სუპერის" თავზე) ტელ.: 2 183806, 551 171690 ელ-ფოსტა: info@gceducentre ვებ-გვერდი: gceducentre
Posted on: Wed, 17 Jul 2013 13:29:32 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015