ინფორმაცია ლატვიის - TopicsExpress



          

ინფორმაცია ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ანდრეი ნეკრასოვის ფილმის „რუსული გაკვეთილების“ ჩვენების შესახებ ა.წ. 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ანდრეი ნეკრასოვის ფილმის „რუსული გაკვეთილების“ ჩვენება. აღნიშნულ კინოჩვენებას დაესწრნენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრესის, არასამთავრობო სექტორისა და ლატვიაში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები. ჩვენების დაწყების წინ საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ფილმის შესახებ და მოკლედ მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწვეულ სტუმრებზე. რუსეთ-საქართველოს ომის თემას ასევე გამოეხმაურა ლატვიურენოვანი პრესაც. Information on the screening of the Andrei Nekrasov’s movie “Russian Lessons” at the premises of the Embassy of Georgia to the Republic of Latvia On August 8, 2013 in commemoration of the 5th anniversary of the Russian-Georgian War 2008 the screening of the Andrei Nekrasov’s movie “Russian Lessons” was held at the premises of the Embassy of Georgia to the Republic of Latvia. The screening was attended by the representatives of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Latvia, non-governmental organizations, mass-media and Georgian Diaspora in Latvia. Before the screening the Ambassador of Georgia briefed the audience about the movie and gave the short overview of the Russian-Georgian War 2008. It should be noted that the movie made a great impression on the guests. The Russian-Georgian war was also highlighted in the Latvian press.
Posted on: Fri, 09 Aug 2013 08:31:37 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015