ღამით ვასიკოს მივუწექი. - TopicsExpress



          

ღამით ვასიკოს მივუწექი. ჩამძინებია… არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, რომ მოულოდნელად უცნაურმა ბიძგმა გამაღვიძა თითქოს. შეშფოთებულმა დავაჭყიტე თვალები და რას ვხედავ! ლადო თავზე წამომდგომია და მიყურებს. რამდენიმე წამის განმავლობაში უაზროდ ვახამხამებდი წამწამებს, რათა გამოვრკვეულიყავი, სად მთავრდებოდა სიზმარი და სად იწყებოდა რეალობა. ვერაფრით დავიჯერე, რომ ის თავზე მადგა და დამჩერებოდა. მერე გამახსენდა შუადღის ამბავი და მზერა ბიჭუნაზე გადავიტანე. მას მშვიდად ეძინა. კვლავ ლადოს მივაჩერდი. მან თვალით მანიშნა, გამომყევიო და უხმაუროდ გავიდა საძინებლიდან. მაშინვე წამოვხტი და გავეკიდე. _ შენ შეგიძლია გვერდითა ოთახში დაწვე. ახლოს იქნები მასთან. _ არა უშავს, მე აქაც… _ გააკეთე, რასაც გეუბნები! _ წარბები შეჭმუხნა. _ გასაგებია. ისე მოვიქცევი, როგორც მითხარით, _ მორჩილად დავთანხმდი და ვასიკოს საძინებლის გვერდით მდებარე ოთახს მივაშურე. კარი გამოვაღე, შუქი ავანთე, მერე უკან მოვიხედე და იქვე მდგარ ლადოს დავემშვიდობე. _ დიდი მადლობა. ღამე მშვიდობისა. მან მხოლოდ თავი დამიქნია და გაქრა. მე კი, როგორც იქნა, ძლივს ადამიანურად გავშალე საწოლში ფეხები და ღრმა, მშვიდი ძილით დავიძინე არც მეორე დღეს მოუტანია სასიამოვნო სიახლეები. როზას მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა, მაგრამ სტაბილური, როგორც იციან ხოლმე ექიმებმა თქმა. შემჯავრდა ეს სიტყვა. საკმარისია, ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციოს მოუსმინო და თუ რამე უბედური შემთხვევა მოხდა, სასწრაფოდ მიაჩეჩებენ ხოლმე სამედიცინო პერსონალს მიკროფონს და ისიც რობოტივით იმეორებს ამ საშინელ სიტყვებს _ მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური! როგორი მოსასმენია? მე მაინც ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. თუ არ გაუარესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესე იგი, ჯერ კიდევ არის იმედი. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა! მთავარია, რომ უარესად არ არის. უკვე ისე ვიყავი, მიხაროდა კიდეც, ამდენი საქმე რომ მქონდა გასაკეთებელი. ეს დარდს მიმსუბუქებდა, დროებით მაინც მავიწყებდა როზას ამბავს. საღამოხანს ლადო ჩვეულებრივზე ადრე მოვიდა. _ როზამ მადლობა შემოგითვალა, _ ცალწარბაწეული მომიახლოვდა და მითხრა. _ რისთვის? კარგად არის? _ თვალები გამიბრწყინდა. _ იმისთვის, რომ მისი თხოვნა შეასრულე. არა უშავს, ცოტა უკეთ არის. ლაპარაკი შეუძლია, _ ძალიან ხმადაბლა მომიგო და გავიდა, მეტი ვერაფერი დავაცდევინე. იქვე, სკამზე ჩამოვჯექი. ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურში მისი ხმა _ მსუბუქი და თბილი, თითქოს როზა კი არა, შეფარვით თვითონ მიხდიდა დარჩენისთვის მადლობას. სწორედ ამ დღიდან შეიცვალა სახლში ყველაფერი… უფრო სწორად, ლადო შეიცვალა. იგი უკვე აღარ რჩებოდა გვიანობამდე სამსახურში. საღამოს, როგორც კი დაბრუნდებოდა, ჩვენთან შემოდიოდა და როზას ამბავს მოგვიყვებოდა. დღეს ასე იყო, ეს თქვა, ის ჭამა, გაიცინა, მოგიკითხათ და ა.შ. ის კი არა, ბოლო დროს ჩამოგვიჯდებოდა კიდეც ცოტა ხნით და დღის ამბებს გამოგვკითხავდა. ეს კიდევ არაფერი. ჩემდა გასაკვირად, უკვე მესამე დღე იყო, შევამჩნიე, რომ, როგორც კი ლადო მოვიდოდა, ვასიკო კართან მიირბენდა და ზღურბლზე ხვდებოდა ბიძას, მგონი, უხაროდა მისი გამოჩენა. ლადოც ძალიან უცნაური გახდა. თავიდან ცდილობდა, არ გაემჟღავნებინა თავი, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ შეეჩვია კიდეც “ახალ მდგომარეობას”. ის ძმისშვილის ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდა. ყოველდღე უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენდა ბავშვის მიმართ. რა ხდება სკოლაში, რა ქულები დაგიწერეს, მასწავლებელმა რა გითხრა, გაკვეთილი როგორ მოყევი… და ერთხელაც… თავზე ხელი გადაუსვა ბიჭუნას. მოდი და, ნუ დაიჯერებ, რომ სასწაულები არ ხდება! თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, რა მოხდა ამ დღეებში, რამ შეცვალა “სალი კლდე” ასე?! ასეთი უეცარი შემობრუნება ჩემთვის დიდი გამოცანა იყო, რომლის ამოხსნას ვერა და ვერ ვახერხებდი. თავგზა იმანაც ამიბნია, რომ ლადო მხოლოდ ვასიკოს მიმართ არ იჩენდა ინტერესს… ჩემ მიმართაც და… არანაკლებად. ბევრჯერ ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა, რის გამოც გული ისე ამიძგერდებოდა, რომ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. თავში სულელური აზრები მიტრიალებდა უკვე. სულელური და უცნაური. ჩემთვის მთავარი მხოლოდ მისი გაცხოველებული ინტერესი არ იყო. მთავარი თვითონ იყო. ჩემდა გასაოცრად, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ გარეგნულად საოცრად სიმპათიური ვინმე გახლდათ და ვიგრძენი, როგორც მამაკაცი, ძალიანაც მიზიდავდა. თუკი ადრე მის გარეგნობაში რაღაც ფრაგმენტები იქცევდა ჩემს ყურადღებას (მაგალითად, ვნებიანი ტუჩები ან თბილი ღიმილი, რომელიც ასე ცვლიდა მის გამომეტყველებას), ახლა მთლიანობაში დავინახე იგი. და ამ აღმოჩენამ თავზარი დამცა: ლადო ძალიან ლამაზი, სექსუალური და მომნუსხველი მამაკაცი ყოფილა! ამან შემაძრწუნა. ამჯერად იმას ვნატრობდი, ნეტავ, ძველებურად პირქუში გახდეს, რომ მისმა ერთმა ცივმა, გამჭოლმა მზერამ ისევ ისე, ადგილზე გამაქვავოს-მეთქი. მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, იგი უკვე აღარ იღუშებოდა, პირიქით, მის თვალებში დღითიდღე მეტი და მეტი სითბო გროვდებოდა. ეს კი თავბრუდამხვევად მოქმედებდა ჩემზე და ვატყობდი, “ცუდ, საშიშ” ფიქრებში მხვევდა. ყოველგვარი ანტიპათია გამიქრა მის მიმართ. ამ ყველა დადებით გარდაქმნებთან ერთად, კიდევ ერთი რამ გამოიკვეთა განსაკუთრებულად. ის უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა ვასიკოსთან. რაღაცებს ელაპარაკებოდა, უხსნიდა, ასწავლიდა… და რადგან ბიჭუნა თითქმის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, ძალაუნებურად ლადო ჩემთანაც ბევრ დროს ატარებდა. ეს კი, ვხვდებოდი, საშიში ხდებოდა ჩემთვის. ჩემს სიმშვიდეს ყოველდღე მეტად და მეტად ემუქრებოდა საფრთხე. ლადომ თანდათან ისე დაიპყრო ჩემი გონება, ისე შემომიძვრა ფიქრებში, რომ ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი. საშკა საერთოდ გადამავიწყდა. დღეები ისე გავიდოდა, ერთხელაც არ გამახსენდებოდა. ნუთუ არ მიყვარდა? მაშინ, რატომ ვხვდებოდი მას? და თუ მიყვარდა, ასე უცებ რა მოხდა, რატომ გახდა მისი არსებობა ჩემთვის ასეთი სულერთი? რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვიძაბებოდი და ვიკეტებოდი საკუთარ თავში. ვცდილობდი, ოდნავადაც არ გამომეჟღავნებინა, რა ცვლილებები ხდებოდა ჩემში, რომ თავი არ გამეყიდა და მამაკაცს არაფერი შეემჩნია. შვება მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა, ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა ლადომ გვახარა, როზა კარგად არის და ამ დღეებში გამოწერენო. ყველაზე მეტად ალბათ მე გამიხარდა, რადგან როზას დაბრუნება ერთადერთი საშუალება იყო, ცდუნება დამეძლია. _ ანა! საღამოს სტუმრებს ველოდები, _ ეს განცხადება დილით, საუზმეზე “გააკეთა” ლადომ და გამომცდელი მზერა მომაპყრო. დავიბენი და მერე როგორ! სუნთქვა შემეკრა და გული გამიჩერდა. _ გასაგებია, მაგრამ მე… მე რა შემიძლია? არც ისეთი კარგი დიასახლისი ვარ, _ მოვისაწ.... თავი. _ არ არის საჭირო შენი კულინარიული გამოცდა. მზა კერძებს მოვიტან რესტორნიდან, შენ მხოლოდ სუფრის გაშლა გევალება. _ რა თქმა უნდა, ეს ადვილია, მაგას როგორმე შევძლებ. მაგრამ… ვასიკო… ალბათ აჯობებს, თავისი ოთახიდან არ გამოვიდეს, _ შევაპარე. _ შენს ადგილას, მოვლენების ასეთ დრამატიზებას არ მოვახდენდი. მე პირიქით მირჩევნია, შენც და ვასიკოც ჩემ გვერდით იყოთ. მინდა, ბავშვი ჩემს სტუმრებს გავაცნო, _ მშვიდად მომიგო, ადგა და გავიდა. ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან. თავი სიზმარში მეგონა. რა ხდება? რა მოელანდა ამ კაცს? ათი დღის წინ ნამდვილი სალი კლდე იყო და დღეს რამ დაათბო ასე? ვეღარ ვცნობდი. და რაც მეტს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, მით უფრო მიპყრობდა ცნობისმოყვარეობა, მის საიდუმლოს ჩავწვდომოდი. არადა, ჩემს სიტყვებს რომ ჩავუღრმავდი, ვასიკოს ხსენებით თითქოს მისი პროვოცირება მინდოდა. მინდოდა, ისევ ის ძველებური ლადო დამენახა, ძმისშვილს თვალის დასანახავად რომ ვერ იტანდა. მან კი ისეთი რამ მითხრა, გამაოგნა… თითქოს ცხვირზე წკიპურტი გამკრეს! ვგრძნობდი, ამგვარი წინააღმდეგობრივი ქმედებებით ვცდილობდი ჩამეხშო ის სიმპათია, ასე უხილავად რომ აღმოცენდა ჩემში. მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ისევ და ისევ მარცხს განვიცდიდი. ლადო უფრო და უფრო დამთმობი და მომთმენი ხდებოდა ჩემ მიმართ. თითქოს ვერ ამჩნევდა, რომ შეგნებულად ვცდილობდი მის გამოწვევას. ეს უარესად მაგიჟებდა. ნაშუადღევს ლევანმა ნაირ-ნაირი კერძებით დატვირთული მანქანა მოაყენა ჭიშკარს. თავიდან კი ხალისით შევუდექი სუფრის გაშლას, მაგრამ ბოლოს, როცა მაგიდას გადავხედე, შურით გავსკდი. ალბათ ვერასდროს შევძლებდი ასეთი კერძების მომზადებას, შესაბამისად, ვერასდროს გავხდებოდი კარგი დიასახლისი, რომელსაც გემრიელობების გაკეთება შეუძლია. მით უმეტეს, ასეთი სახლის დიასახლისი ვერ გავხდებოდი ვერასდროს! როცა გავააანალიზე, საითკენაც იყო მიმართული ჩემი აზრები, შევშინდი. არ მქონდა უფლება, ქვეცნობიერადაც კი შევხებოდი ამ თემას, რადგან ჩემი ფიქრები ნამდვილი სიგიჟე იყო! როცა ყველაფერს მოვრჩი, ვაისკოს ხელი დავავლე და პარკში წავიყვანე სასეირნოდ. ლევანიც თან გავიყოლეთ. ბევრი ვიხეტიალეთ, მანამ, სანამ ლევანმა არ გამოგვიცხადა, შინ დაბრუნების დრო დადგაო. ეზოში შემოსვლისთანავე ვასიკო წინ გავარდა. მეც სასწრაფოდ უკან მივყევი. ჰოლში შევედი თუ არა, დაზაფრული ადგილზე გავშეშდი. სარკეებიან კედელთან ქალი იდგა… ჩვენს დანახვაზე ქალმა სარკეში საკუთარი სილამაზით ტკბობას თავი დაანება და მზერა ჩემზე გადმოიტანა. უცნობი მოდების ჟურნალიდან გადმომხტარ მანეკენს ჰგავდა. მაღალი იყო და ტანკენარი, გრძელი ფეხებით. შავი, სხეულზე მოტმასნილი მოკლე კაბის დეკოლტედან ქათქათა მკერდი მოუჩანდა, ზომაზე მეტად მადის აღმძვრელი. ქალი ვარ და, მე ვერ დავმალე აღფრთოვანება. წარმოვიდგინე, მამაკაცები რა დღეში ვარდებოდნენ მისი შემხედვარე. სახითაც ულამაზესი იყო. სქელი წითელი ტუჩები განსაკუთრებით უსვამდა ხაზს მის სექსუალურობას. და კიდევ… ეს მიბნედილი მზერა… ვნებიანი გამოხედვა… ვულგარული, ველური და… გამომწვევი… ერთხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. მერე უცებ ვიაზრე, რომ სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ვასიკოსკენ გავიხედე. არადა, ვიგრძენი, როგორ დამწყდა გული, რომ მე არ ვიყავი მისნაირი ლამაზი. მისნაირი კი არა, ახლოსაც ვერ მივიდოდი მასთან. სრულყოფილების განსახიერება გახლდათ, სილამაზის ეტალონიო, რომ იტყვიან, ისეთი. ბავშვმა ერთი მომხედა და კვლავ წინ გავარდა. ორიოდე ნაბიჯი გადავდგი მისკენ და ისევ გავშეშდი. ბავშვს ლადო მიუახლოვდა და… მხარზე გადახვია ხელი, თან რაღაცას უხსნიდა მის გვერდით მდგარ უცხო მამაკაცს… სწრაფად მივეახლე მოსაუბრეებს და უცნობს თავაზიანად მივესალმე. მეშინოდა, ლადოსთვის შემეხედა, რათა მის სახეზე უკმაყოფილება არ ამომეკითხა… შევცდი. თურმე ლადო სტუმარს სწორედ ვასიკოზე ელაპარაკებოდა, თანაც ძალზე მშვიდად და ხალისიანადაც. ესე იგი, არ გამიბრაზდება? კიდევ კარგი… ახლა სამივეს ყურადღება ჩემზე გადმოვიდა. _ ეს კი ანაა, ჩემ მეგობარი და ვასიკოს აღმზრდელი, _ მოულოდნელად ასე წარმადგინა ლადომ და მის სახეზე საოცრად თბილი ღიმილი გაკრთა. გაოგნებულმა შევხედე და როგორც არაერთხელ, ახლაც მის გამომცდელ მზერას წავაწყდი. _ ანა, გაიცანი, ჩემი ბიზნესპარტნიორი, ძალიან კარგი ადამიანი პაატა გაბაშვილი, _ გამაცნო სტუმარი. გაბაშვილმა ღიმილით შემათვალიერა. ისიც მაღალი იყო, ქერა და სიმპათიური. განსაკუთრებით მისი თითები მომხვდა თვალში, თხელი, გრძელი და ქალივით ნატიფი. _ გამარჯობა, ანა! სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, _ ხელი ჩამომართვა ბიზნესპარტნიორმა, _ ის კი, ეგერ, სარკესთან რომ კეკლუცობს, ჩემი დაა, _ დააყოლა ბოლოს და ლამაზი ქალისკენ მიმითითა, რომელიც კვლავ კეკლუცად ათვალიერებდა საკუთარ სხეულს უზარმაზარ სარკეში. _ ჩემთვისაც სასიამოვნოა, _ ამოვილუღლუღე აფორაჯებულმა და წასვლა დავაპირე. _ ლადო, ძვირფასო, ეს შენი მოსამსახურეა? _ ამ დროს ლამაზი ქალი ჩვენკენ წამოვიდა. შევამჩნიე, როგორ მოექცა მის ძმას სახე. როგორც ჩანს, დის უტაქტობამ ხასიათი გაუფუჭა. _ მარიამ, ძალიან გთხოვ, _ საყვედურით სავსე ტონით მიმართა დას, მერე მე მომიბრუნდა, _ ანა, მაპატიეთ… _ რა იყო, რა ვთქვი ასეთი? განა ასე არ არის? რამე შემეშალა? მართლა! სად არის როზა? რაღაც ვერ ვხედავ! _ წამოიძახა ქალმა და მაცდური მზერა ლადოს მიაპყრო. _ ანა მოსამსახურე არ არის, მარიამ, _ აუხსნა ძმამ და უსაყვედურა, _ ის ბავშვის აღმზრდელია. და თუნდაც ასე იყოს, ამის ხმამაღლა აფიშირება ლამაზი არ არის. პატარა აღარ ხარ და ამდენი უნდა გესმოდეს. _ თანაც ჩემს სახლში, _ ხაზგასმით დაამატა ლადომ. _ მაპატიეთ… მე წავალ, _ თავდახრილმა ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და ვასიკოს წავავლე ხელი. დროზე უნდა გავცლოდი იქაურობას, რათა კონფლიქტის მიზეზი არ გავმხდარიყავი… მარიამი მიხვდა, რომ ვერ მოიქცა მთლად “ელიტურად” და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა. _ უკაცრავად, არც მიფიქრია ვინმეს განაწყენება. ნუთუ ასე ცუდად გამომივიდა? ქალბატონო. მაპატიეთ, თუკი რამე არ მოგეწონათ, _ შეწუხებული სახით მომიბრუნდა. “ქალბატონო”! რისი ხაზგასმა სურს ამითი? რომ ჩემზე უმცროსია? მე რას მეჯიბრება? ან მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მასზე უფროსი ვარ, თუ მცროსი? მე ხომ მის მეტოქედ არ მოვიაზრები? ღმერთო! რა ჯურის ადამიანები არ არსებობენ ქვეყანაზე! ზოგიერთს როგორ თავში უვარდება, რაღაცას რომ მიაღწევს… ამ დროს თავი შეუდარებელი ჰგონიათ! არადა… _ არა, რას ამბობთ, ყველაფერი რიგზეა, _ ჩავიდუდღუნე და აჩქარებით ავუარე გვერდი სტუმრებს. ბოღმა მახრჩობდა… ცრემლებიც. თავის ძლივს ვიკავებდი. რა უსამართლოა ხანდახან ცხოვრება! რითია ჩემზე უკეთესი, ასე რომ გაუმართლა? იმით, რომ გარეგნულად უფრო ლამაზია? და რა დიდი ბედენაა მხოლოდ გარეგნობა ქალისთვის? ნუთუ მთავარი შინაგანი ბუნება არ არის?.. _ არ მომწონს ეგ მარიამია თუ ვიღაცა, _ უეცრად გაბრაზებული ტონით ჩაილაპარაკა ვასიკომ, როგორც კი სათამაშო ოთახში შევედით და კარი მოვიხურე. _ რატომ? _ ძალაუნებურად გამეღიმა, _ ძალიან ლამაზია… _ მერე რა? ლამაზია და მეტი არაფერი. ვერ ნახე, როგორი ცარიელი თვალები აქვს? ბარბივით… და შიგნითაც სულ გამოცარიელებულია, _ დიდი კაცივით დააყოლა. გაოგნებულმა გავხედე. ეს ლაწირაკი ჯერ მიწას არ ასცილებია და ასეთი აზრები საიდან მოსდის? რა იცის, რას ნიშნავს ცარიელი თვალები? არადა, მეც ზუსტად იგივე ვიგრძენი. მიუხედავად ამისა, ბიჭუნას მაინც მივეცი შენიშვნა. _ შენი ბიძის სტუმრებზე ასე არ უნდა ილაპარაკო, არ შეგშვენის. ეს უზრდელობაა. _ ყველა ადამიანის საქციელი მისი აღზრდით განისაზღვრება და კიდევ მისი შინაგანი ხასიათით. მაგას კი არც აღზრდა აქვს, არც ჭკუა. ტყუილად ჰგონია თავი შენზე უკეთესი. შენ ყველაზე ლამაზი ხარ და ყველაზე შინაარსიანი, _ ფილოსოფიური აზრების კორიანტელი დააყენა ვასიკომ. ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ ამას 7 წლის მოზარდი ლაპარაკობს? ვისგან მოისმინა ასეთი შეფასებები? ჩვენდა სამწუხაროდ, შეიძლება ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა ვერ შეძლოს ასე მსჯელობა. უყურე შენ! ნუთუ სკოლის მასწავლებლის გავლენაა? იქნებ როზასი? მე ნამდვილად არ მილაპარაკია მასთან ჯერ ასეთ თემებზე. იმდენად ჩამივარდა ენა მის შენიშვნებზე, რომ სწრაფად ვერც მოვისაზრე, რა მეპასუხა. ასე ჯერ არ გავუოცებივარ. გადავწყვიტე, არ განმევრცო ეს საუბარი და “დისკუსია” ამით დამემთავრებინა, მით უფრო, რომ ბავშვმა მაჭამეო, მთხოვა. იმდენ ხანს ვისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რომ მოშივდა. როცა ჭამას მორჩა, სახატავი რვეული გამოვიტანე და ხატვას შევუდექით. არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ხატვის საოცარ ნიჭს ავლენდა, რაც ძალიან მახარებდა. კედლებზე უკვე გავაკარით რამდენიმე ნახატი და თვითონაც კმაყოფილი შეავლებდა ხოლმე თვალს თავის “შედევრებს”. მერე რამდენიმე თავსატეხი ამოვხსენით და ბოლოს კომპიუტერზეც ჩავუტარე ორმოცწუთიანი გაკვეთილი. მინდოდა, ყველაფერზე ჰქონოდა წარმოდგენა, ყველაფერში გარკვეულიყო და ბიძამისის წინაშეც პირნათლად მომეხადა ჩემი ვალი. მგონი, ვახერხებდი ამას, თუმცა, მისი სწავლებისთვის ჯერ ჩემთვის მადლობა არავის უთქვამს. ძილის წინ ცოტა წავიკითხეთ კიდეც. ამჯერად “ტომ სოიერის თავგადასავალს” ვუკითხავდი. შიგადაშიგ ახითხითდებოდა ხოლმე, მოსწონდა ტომის ოინები. ბოლოს ვაბანავე და დავაწვინე. როგორც კი თავი ბალიშზე მიდო, მაშინვე ჩაეძინა… მე კი ჯერ უნდა დავლოდებოდი სტუმრების წასვლას, რომ ჭურჭელი ამელაგებინა, დამერეცხა, ყავა დამელია და მერე დავწოლილიყავი. დილის მერე ვეღარ მოვასწარი მეორე ფინჯანი ყავის დალევა. არადა, იმდენად გადამივიდა ჩვეულებაში დღეში ორჯერ ფინჯანი ყავა, ამის გარეშე დაძინება აღარ შემეძლო. ჩემი მეორე თუ მესამე სრული სამუშაო დღეც ამით დამთავრდებოდა. გადავწყვიტე, დროის გაყვანის მიზნით, ჯერ ყავა დამელია. სამზარეულოში გავედი და წყალი ავადუღე. სასტუმრო ოთახიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტად გამოდიოდა ლაპარაკის ხმები, რომელსაც მარიამის კეკლუცი სიცილი ერთვოდა. ერთი წუთით წარმოვიდგინე, როგორ პოზაში იქნებოდა მოკალათებული ლამაზი ქალბატონი _ ალბათ ფეხი ფეხზე სექსუალურად აქვს გადადებული და ბოკალიც ნატიფი მანერით მიაქვს ტუჩებთან. ასევე, ადვილად წარმოვიდგინე მისი თავი ამ სახლის დიასახლისის როლში, რომელიც თავად ხელსაც არ გაანძრევდა, მაგრამ მოსამსახურეებს დაიქირავებდა და თითის ერთი გატკაცუნებით არბენინებდა აქეთ-იქით. როგორი ცოლი იქნება ნეტავ? ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი შიგნით. მარიამს ჰქონდა ყველაფერი ის, რასაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მივაღწევდი. მივხვდი, რა შორს ვიდექი ამ ადამიანებისგან. ლადოსგანაც, მათ შორის!.. სევდიანი აზრების მოძალება რაღაც ფაჩუნმა შემაწყვეტინა. კარი გამოვაღე და გარეთ გავიხედე. კიბესთან მოძრავი ლანდი შევნიშნე. საფეხურები ჩავირბინე და მივუახლოვდი. პაატა აღმოჩნდა. იგი ადგილზე ბანცალებდა და სასაცილოდ ცდილობდა, კედელს მიყრდნობოდა. როგორ დამთვრალა! იქნებ მთვრალი არც არის და ცუდად გახდა ადამიანი? როგორც ჩანს, ჩემი ფეხის ხმა გაიგონა, თავი ასწია და უაზრო თვალებით შემომაშტერდა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ უგონოდ იყო მთვრალი. ჩემს დანახვაზე ფართო ღიმილი გადაეფინა სახეზე, თუმცა ოდნავ დაღრეცილი… _ რამე ხომ არ გჭირდებათ, ბატონო პაატა? _ ფრთხილად ვკითხე. _ ანა… ანნა… _ ძლივს ამოილუღლუღა და მაშინვე მეცა ალკოჰოლის მძაფრი სუნი, _ ტუალეტს ვეძებდი, _ მამაკაცი შეირხა და შებარბაცდა. ლადოს სტუმრისგან ასეთ საქციელს სწორედ რომ არ ველოდი. როგორი ინტელექტუალური ჩანდა ფხიზელი, რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ გალეშილს წავაწყდებოდი. ესეც შენი “ელიტა”! _ უკაცრავად, ლამაზო ქალბატონო, რა დროს ტუალეტია… _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა, _ მე შენთან მინდოდა გასაუბრება… რა თქმა უნდა… სხვა… სხვადასხვა თემაზე… _ დაამთავრა და ამოასლოკინა. ლამის გული ამერია. როგორ მომეწონა პირველად რომ ვნახე, ახლა კი… როგორ ცვლის სასმელი ადამიანს! _ იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ საუბარი? წამოდით, სასტუმრო ოთახამდე მიგაცილებთ, _ მორიდებით ვუთხარი. _ არამც და არამც! _ სასაცილოდ გაიქნია საჩვენებელი თითი, _ სულ არ მინდა ახლა ჩემი ტყლარჭია დის დანახვა, დიდის ამბით რომ ცდილობს ჩემი მეგობრის შებმას. გულს მხოლოდ ის მიმშვიდებს, რომ ლადუშას ფეხებზე ჰკიდია მისი სილამაზე და ასე ადვილად არ შეებმება მაგ ჭკუამოკლე გოგოს! მარი ვერასდროს მიიღებს იმას, რაც მას უნდა, ეგ გამორიცხულია! გამიკვირდა, ღვიძლ დაზე ასე რომ ლაპარაკობდა. ცოტა არ იყოს, ეჭვიც კი შემეპარა, იყო კი ნამდვილად მისი ღვიძლი და? მან კი გააგრძელა. _ დედაჩემის ბრალია ყველაფერი. ისე ანებივრებს, თითქოს მონიკა ბელუჩი მყავდეს ეგეც! არც დედა და არც შვილი ფეხს არ აკარებენ მიწაზე, ვითომ თავადების შთამომავლები იყვნენ! რომ არა მამაჩემი და მე, ვიცი, როგორებიც იქნებოდნენ და სადაც! მათ გამო ცოლი ვერ შემირთავს! _ ღვარძლიანად დაამთავრა და ისე გაახრჭიალა კბილები, შევძრწუნდი. გადავწყვიტე, მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია. მით უმეტეს, რომ იგი თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა, ვიდრე მე. _ ბატონო პაატა, ჯობია, სახლში შებრუნდეთ, თორემ ბატონი ლადო ძებნას დაგიწყებთ… და თქვენი დაც… _ არ მინდა იქ… აღარ მასმევენ… დამიმალეს დასალევი… _ მგონი, თქვენ ეგ პრობლემა უკვე გადაჭერით, _ თავი ვერ შევიკავე და უნებლიეთ გამეღიმა, _ ამიტომ წავიდეთ, დაგეხმარებით… _ კარგი, ლამაზო, როგორც მიბრძანებთ… გემორჩილებით… _ ხელები გაშალა და ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, პირველსავე კარს შეეჯახა. მსწრაფლ შევაშველე ხელი. _ ბატონო პაატა, მე დამეყრდენით. _ პაატა დამიძახე, ყოველგვარი ბატონოს გარეშე, ოკ? _ ჩამიინგლისურა და კვლავ ამოასლოკინა, _ მე ისეთი მადლობელი ვარ შენი… ერთადერთი კეთილი არსება ხარ ამ ოჯახში, მაგრამ ამათ იციან ეს? არ იციან და ვერც ვერასდროს გაიგებენ… ვიცი მე! _ ამასობაში მისი მკლავი მხარზე გადავიდე და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიეთ წინ. სასტუმრო ოთახს რომ მივუახლოვდით, თავი ვეღარ შეიკავა, ხალიჩას გამოედო და ისე ძლიერად წაბორძიკდა, წინ გადაქანდა. მეც ვერ შევიკავე თავი და კედელს მივენარცხე. ისიც თან გადმომყვა და ზედ ამეკრა. ვინმეს რომ შეეხედა ამწუთას ჩვენთვის, იფიქრებდა, ერთმანეთს არიან ჩაკრულებიო… იმდენად მოულოდნელად მოხდა ეს, რომ დავიყვირე. ჩემს ყვირილზე კარი გაიღო და ლადო გამოვარდა დაფეთებული. ამ ყოფაში რომ დაგვინახა, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რაც დაემართებოდა. _ რა ხდება აქ? _ მისი მქუხარე ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა. არადა, როგორ ვწვალობდი, რომ როგორმე დამეხსნა თავი პაატას მკლავებიდან. როგორც იქნა, მოვიშორე მთვრალი მამაკაცი და თავის მართლებას ქშენით შევუდექი. _ ბატონო ლადო… სტუმარს გზა აერია, ვეღარ აგნებდა და… და მოვაცილე… _ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ანა? _ ისე ხმადაბლა წარმოთქვა და თან ისე განრისხებით, რომ ჭიანჭველების დასევა ვიგრძენი სხეულზე… _ ხომ გითხარით… _ შენ რა, მე იდიოტი გგონივარ?! რას ეტორღიალები ამ ბნელ კორიდორში ადამიანს?! შენი ადგილი არ იცი? არ გასწავლეს, სად როგორ მოიქცე?! _ რა-ა?! _ გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა. _ მიპასუხე! _ ისეთი დამიღრიალა, გული გამისკდა. მისმა უსაფუძვლო ბრალდებამ ბოლო მომიღო. ცრემლები ყელში ბურთივით მომაწვა, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. მერე კი, როცა ბოლომდე გავაანალიზე, რაც იფიქრა, საშინლად გავბრაზდი და გაგულისებულმა ამაყად განვუცხადე. _ თქვენი მეგობარი არცთუ ისე ფხიზელია… მე მხოლოდ მოვაცილე იგი აქამდე. ხალიჩას წამოჰკრა ფეხი და კინაღამ დაეცა. სულ ეს იყო. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა… ჩემთვის სულერთია… და სულაც არ არის ჩემი ბრალი, ასე რომ დათვრა! სწორედ ასეთ დაძაბულ მომენტში გამოყო თავი ოთახიდან მარიამმა. ალბათ ესმოდა, როგორ ღრიალებდა ლადო და სანახაობის გამოტოვება დაენანა. ჯერ ძმას გახედა, მერე ჩემს გაუბედურებულ კაბას, რომელიც მუხლს ზემოთ აცურებულიყო და აწეწილ თმას. _ ვინ მოგცა ჩემს ძმაზე ასეთი რამეების თქმის უფლება? _ აგდებით მომმართა და ტუჩაბზუებულმა ზიზღით შემომხედა. ახლა უკვე ორი გაავებული წყვილი თვალი მომჩერებოდა. როგორ უნდა ამეცილებინა თავიდან ეს უსიამოვნება? საბედნიეროდ, ისევ პაატა დამეხმარა. ერთ ადგილზე მდგარი რომ იტყვიან, “ლერწამივით” ირწეოდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, ჩემს დასაცავად რაიმე ეთქვა. _ რას ერჩით ამ გოგოს. ცამდე მართალია… ცოტათი შევთვერი. მან კი ყურადღება გამოიჩინა და აქამდე მომაცილა. ეგ რომ არ ყოფილიყო, სადღაც ჯანდაბაში ამოვყოფდი ალბათ თავს… ხმა არ ამომიღია, თვალები რისხვით დავაკვესე, ბოროტი მზერა შევავლე ლადოსაც და მის ახალგამომცხვარ “კნეინასაც” და დემონსტრაციულად გავემართე ჩემი ოთახისკენ. ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა. საკმარისი იყო, რაც ვთქვი. ის კი არა, ზედმეტადაც გამომივიდა თავის მართლება. როგორ ვბობოქრობდი იმწუთას! ისე ვიყავი ალეწილი, უფლება რომ მქონოდა, ფეხქვეშ გავიდებდი მაგ მარიამსაც და ჩემს ბოსსაც. სამწუხაროდ, უუფლებო ვიყავი. ხმის ამოუღებლად რომ არ გავცლოდი იქაურობას, უარესად დავრჩებოდი შეურაცხყოფილი და ვინ იცის, რა უშვერი სიტყვებით შემამკობდა “სალი კლდე”. უკან არავინ გამომკიდებია. სააბაზანოში შევიმალე. კარგა ხანს ვიყურებოდი სარკეში, საკუთარ თავს ვამშვიდებდი, რომ როგორმე დამეოკებინა ყელში მობჯენილი ბრაზი, მერე ვიბანავე და ოთახში შემოვბრუნდი. სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე და გადავწყვიტე, რამე წამეკითხა, იქნებ ამით მაინც დამეწყნარებინა აწეწილი ნერვები, მაგრამ სტრიქონები ისე გამირბოდნენ, სიტყვები ერთმანეთს ვერ გადავაბი. მივხვდი, ახლა თავში არაფერი შემივიდოდა. წიგნი დავკეცე, მუხლზე დავიდე და თითები ისე ავათამაშე მასზე, თითქოს ფორტეპიანოზე ვუკრავდი. არაფერმა მიშველა. წეღანდელი საშინელი სცენა გონებიდან არ მშორდებოდა. თავი უკან გადავაგდე, თვალები დავხუჭე და გავირინდე. გარედან ხმები არ შემოდიოდა. ვერ გავიგე, სტუმრები წავიდნენ თუ კვლავ გააგრძელეს ქეიფი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. არც დაწოლა მიცდია და არც წამოწოლა. ვიჯექი ფეხმორთხმით სავარძელში და ჩემთვის ვიტანჯებოდი. რაღაც დრო რომ გავიდა, კარზე კაკუნი გაისმა… ჩუმი, ფრთხილი… სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია… თითქოს ველოდი კიდეც… ცალი თვალით კედლის საათს ავხედე… პირველის ნახევარი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო “სადიალოგოდ” სასურველი დრო, მაინც გავემართე გასაღებად. არადა, არ იყო ღირსი, დავლაპარაკებოდი. ალბათ დაინახა. ჩემთან შუქი რომ ენთო და მიხვდა, არ მეძინა… ან კი რა დამაძინებდა? სანამ სახელურს ჩამოვწევდი, უსიამოვნო სახე მივიღე. წარბები კუშტად შევკარი და ზღურბთან მდგარს ამრეზით შევაჩერდი. _ კიდევ რაში უნდა დამადანაშაულოთ? რაღა დარჩა? _ უკმეხად ვკითხე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. _ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი სიტყვებისთვის ბოდიში მოგიხადო, _ მშვიდად მომიგო. ჩემდა უნებურად გავხსენი შუბლი და წარბები ავზიდე. აი, ამას კი არ ველოდი. და იმდენად არ ველოდი, რომ ენა დამება. მე ჩხუბს ვაპირებდი, ის კი შესარიგებლად მეახლა. ერთხანს დავფიქრდი, რა მეპასუხა, მერე კი თავი ამაყად ავწიე და მხრები ავიჩეჩე. _ რაკი ასეა, თქვენი ბოდიში მიღებულია, _ ნიშნის მოგებით წარმოვთქვი, _ ღამე მშვიდობისა! _ და კარის მიხურვა გადავწყვიტე, მაგრამ ლადომ ხელი დამიხვედრა და ამის საშუალება არ მომცა. _ კიდევ გნებავდათ რამე? _ ვაგრძელებდი ირონიას, _ სუფრა რომ უნდა ავალაგო, უკვე ვიცი, შეხსენება არ არის საჭირო! _ კარგად ხარ? _ მკითხა და გამომცდელი მზერა მესროლა. _ რა თქმა უნდა, კარგად ვარ. უბრალოდ, ძალიან მეძინება. _ შეიძლება ერთი წუთით შემოვიდე? რაღაცის გარკვევა მინდა, _ ისე მითხრა, თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგონიაო, _ თუ დერეფანში გირჩევნია, ვილაპარაკოთ? _ არა მგონია, ეს კარგი იდეა იყოს. _ რა? ოთახში შემოსვლა თუ დერეფანში დგომა? _ ოთახში შემოსვლა. _ მხოლოდ რამდენიმე წამით, არ დაგაყოვნებ! უხალისოდ გავდექი განზე და შემოვუშვი. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ფანჯარასთან მივიდა. მისი ეს პოზა ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო. ერთხანს იდგა ასე გარინდული. არც მე დავძრულვარ ადგილიდან. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. უცებ შემობრუნდა, ოთახის მეორე ბოლოში გავიდა, იქვე მდგარი ბუფეტის შუშის კარი გამოაღო და იქიდან ღვინის ბოთლი და ჭიქები გადმოიღო. არც ვიცოდი, იქ თუ რამე ინახებოდა. ერთხელაც არ დავინტერესებულვარ და არც არასდროს გამომიღია. _ აქ ყოველთვის მაქვს ხოლმე გადანახული სასმლის მარაგი, განსაკუთრებული შემთხვევისთვის, _ ამიხსნა და მაგიდას მიუჯდა, ჩემკენ ზურგშექცევით. _ როგორც ჩანს, ალკოჰოლის მარაგი ამ სახლში ამოუწურავია, _ ცინიკურად შევნიშნე და დავამატე, _ თუმცა, არა მგონია, ჩემს ოთახში დალევა განსაკუთრებულ შემთხვევად ჩაითვალოს! აქ ღვინის დასალევად შემოიარეთ? _ საზღვარი არ ჰქონდა ჩემს ირონიას, მაგრამ მომხდარის შემდეგ სულაც არ მაღელვებდა ჩემი ასეთი სითამამე. რამე უკმეხად რომ ეთქვა, მზად ვიყავი, ეგრევე დამეტოვებინა იქაურობა და შინ დავბრუნებულიყავი. _ ღვინის დასალევად და სალაპარაკოდ, _ გამიშიფრა. თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, წინიდან მოვუარე და როცა შემომხედა, მრავლისმეტყველი მზერა კედლის საათზე გადავიტანე, რითაც მივანიშნე, ძალიან გვიან არის-თქო. თქვენც არ მომიკვდეთ, აინუნშიც არ ჩააგდო ჩემი მინი mxolod 60 likeze dacdevbb #kiwika
Posted on: Wed, 07 Aug 2013 17:04:38 +0000

Trending Topics



ive Services Task Force released a report
Gm aseem trina peter daddy granddaddies grandmommies aunt willie

Recently Viewed Topics




© 2015